ივანიშვილის ოჯახი სანქცირებულთა სიაში - "ოცნების" პირველი რეაქცია

20.10.22 16:01
ივანიშვილის ოჯახი სანქცირებულთა სიაში - "ოცნების" პირველი რეაქცია

ივანიშვილის ოჯახი სანქცირებულთა სიაში - მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ უკრაინის უშიშროების საბჭომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები იმიტომ დაასანქცირა, რომ "ხელისუფლებამ საქართველოში მეორე ფრონტი არ გახსნა". 

"უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი არის დანილოვი, რომელიც მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ. ნახეთ, დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონიტისკენ, თან ცდილობს დაშანტაჟებას. ვისთვის ითხოვს დაშანტაჟებას? - მეორე ფრონტისთვის, ლოგიკა თქვენთვის მომინდია. ვერც დანილოვი და ვერც სხვები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ მიაღწევენ"- განაცხადა კობახიძემ. 

კითხვეზე რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ივანიშვილის ოჯახი სიაში არ აღმოჩენილიყო, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, "იმიტომ რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით". 

 მეორე ფრონტი არ იქნება, ივანიშვილს დაცვა არ სჭირდება"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები