"საქართველოს დე ფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა. ბიძინამ ბურთი გაუშვა" - ალექსეი გონჩარენკო
რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებას ეხმაურება.
"უკრაინა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს - ზელენსკის განკარგულებით.
ასეა, საქართველოს დე ფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა. ბიძინამ ბურთი გაუშვა." - წერს გონჩარენკო.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.