ჩვენთან უნდა იყოს ცივილიზებული სტატუსი ტურისტისა, რომელიც როცა შემოვა, ცოტა ხანში უკან უნდა დაბრუნდეს - გოცირიძე

20.10.22 17:34
ჩვენთან უნდა იყოს ცივილიზებული სტატუსი ტურისტისა, რომელიც როცა შემოვა, ცოტა ხანში უკან უნდა დაბრუნდეს -  გოცირიძე

საფრთხე, რომლის აღმოსაფხვრელად ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. ამ დასკვნამდე ოპოზიცია მას შემდეგ მივიდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი სტატისტიკა  გამოაქვეყნა.

მხოლოდ ერთ თვეში, რუსეთიდან საქართველოში 222 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა, რაც, პოლიტიკოსების აზრით, საფრთხის შემცველია.

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც რისკებს დააზღვევს და ქვეყანას არაკეთილმოსურნე პირების შემოდინებისგან დაიცავს.

საქართველოში უნდა იყოს ცივილიზებული სტატუსი ტურისტისა, რომელიც როცა შემოვა, ცოტა ხანში უკან უნდა დაბრუნდეს. ეს არის პრობლემა.

საფრთხე არის არა ტურისტი, არამედ ბინადრობის უფლების მიღება, რომელიც გარკვეული კუთხით დაკავშირებულია ,,ოცნების" სამშენებლო ბიზნესინტერესებთან. 

როცა იზრდება, იქ წარმოიქმნება კოლონიები, დიასპორები, მას მოსდევს, ბუნებრივია, პოლიტიკური გავლენაც, იქნება სხვა მოთხოვნებიც, სოციალური, სკოლები, ბაღები, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში - ამბობს რომან გოცირიძე, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი.

მსგავსი სიახლეები