ივანიშვილის ოჯახი სანქციების გვერდის ავლის პროცესშია ჩართული - მელია უკრაინის გადაწყვეტილებაზე

20.10.22 17:07
ივანიშვილის ოჯახი სანქციების გვერდის ავლის პროცესშია ჩართული - მელია უკრაინის გადაწყვეტილებაზე

უკრაინის მხრიდან ივანიშვილის ოჯახის დასანქცირება - „ენმ“-ს ლიდერი ნიკა მელია უკრაინის გადაწყვეტილებას მკაფიო სიგნალს უწოდებს. 

მელია ამბობს, რომ ივანიშვილის ოჯახი დასავლეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესშია ჩართული და სწორედ ამას ეფუძნება უკრაინის ეს გადაწყვეტილებაც.

ოპოზიციის ლიდერის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება უსაფუძლო ვერანაირად ვერ იქნება და უკრაინის ამ შეთავაზების აღსრულებას წინ ვეღარაფერი აღუდგება

პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება ვერანაირად ევრ იქნება უსაფუძვლო და ის ეფუძნება კონკრეტულ ინფორმაციასა და ფაქტებს. როდესაც უკრაინის პრეზიდენტი იღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ადამიანს, რომ კონკრეტული პირები, რომლებსაც მიტაცებული აქვთ საქართველოს სახელმწიფო, მოექცნენ  მკაცრი სანქციების ქვეშ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ შეთავაზების აღსრულებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. 
ეს ოჯახი არის ჩართული დასავლეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში და ამ ყველაფერს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება. სიგნალი არის უკვე მკაფიოზე მკაფიო. ბატონი ივანიშვილი არის, არც მეტი და არც ნაკლები მთელი დედამიწის და დემოკრატიული სამყაროს მტრის პუტინის მოკავშირე“ - ამბობს მელია.

 

უკრაინის  პრეზიდენტის ბრძანება ნომერ 727  - უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.

სიაში მოხვდა ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი.

პრეზიდენტი ზელენსკი ბრძანებს - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროომ სანქცირებულთა სიის შესახებ აცნობოს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა სახლემნიწფოებსაც რათა მსგავსი შემზღუდავი ზომები მათაც გაატარონ

 

მსგავსი სიახლეები