უკრაინის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ძმა კამერებს ემალება
უკრაინის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ძმა კამერებს ემალება - ალექსანდრე ივანიშვილმა არც "ტვ პირველის" სატელეფონო ზარებს უპასუხა.
ოლიგარქის ძმის საცხოვრებელ სახლში მისულ გადამღებ ჯგუფს კარი არავინ გაუღო. ივანიშვილის ოჯახის წევრებმა კამერასთან საუბარი არ ისურვეს.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის, მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.
სიაში მოხვდა ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც.