უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური სპეკულაციაა - უჩა მამაცაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი

20.10.22 17:19
 უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური სპეკულაციაა - უჩა მამაცაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი

"უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი  და პოლიტიკური სპეკულაციის მქონე ბრძანება" - უჩა მამაცაშვილის ადვოკატი უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის დასანქციურებას "ტვ პირველთან" აფასებს. 

ამირან გიგუაშვილი მტკიცებულებების გადმოცემას ითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტისა და რადას გადაწყვეტილება სამწუხაროა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელება. 

თუნდაც ის ფაქტი, რომ თავიდან უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციის სიაში ბიზნესმენებიც იყვნენ, დღეს კი მხოლოდ დარჩნენ ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული პირები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სიის პოლიტიკურ და სპეკულაციურ ხასიათს. 

თუ რამე მტკიცებულება აქვთ ამ სანქციის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, კი ბატონო, გვანახონ, დანარჩენი კი, ვფიქრობთ, არის სრულად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკური სპეკულაციის მქონე ბრძანება - განაცხადა უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა.

 უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის, მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.

სიაში მოხვდა ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც.

 

მსგავსი სიახლეები