ეს გზა თავად აირჩიეს - მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე
პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებას ეხმიანება.
ხაზარაძის თქმით, მას არავის დასანქცირება არ უხარია, მაგრამ ოპოზიციონერის თქმით, ეს გზა მათ თავად აირჩიეს.
არავის დასანქცირება არ მიხარია მე საქართველოში, მინდა გითხრათ, სამწუხაროა, რომ ეს ასე მოხდა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, მათ აირჩიეს ეს გზა, აირჩიეს პრორუსული ხელისუფლება და მისი პოლიტიკა საქართველოში, რასაც მომავალი არ უწერია“. - ამბობს ხაზარაძე.
უკრაინის პრეზიდენტის ბრძანება ნომერ 727 - უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.
სიაში მოხვდა ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი.
პრეზიდენტი ზელენსკი ბრძანებს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიის შესახებ აცნობოს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა სახლემნიწფოებსაც, რათა მსგავსი შემზღუდავი ზომები მათაც გაატარონ.