ასეთი ოლიგარქები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ - ბოკერია ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე

20.10.22 17:32
ასეთი ოლიგარქები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ - ბოკერია ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიასთვის, მოულოდნელი არ ყოფილა უკრაინის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებასთან დაკავშირებით.

ბოკერიას განცხადებით, ჯამში, ბიძინა ივანშვილის მსგავსი ოლიგარქები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ.

ივანიშვილი ბოროტების მხარესაა თავისუფლების წინააღმდეგ. ამის კიდევ ერთი გაფორმებაა ის,რ აც დრეს მოხდა. ამ სირცხვილის ჩამორეცხვას ჩვენ  შევძლებთ, როცა ამ რეჟიმს შევცვლით. ესაა, რაც დღეს მოხდა და უკრაინის მხრიდან ეს მოსალოდნელი იყო.

საბოლოო ჯამში, ასეთი ოლიგარქები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ“. -ამბობს ბოკერია.

უკრაინის  პრეზიდენტის ბრძანება ნომერ 727  - უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის, მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.

სიაში მოხვდა ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც.

პრეზიდენტი ზელენსკი ბრძანებს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიის შესახებ აცნობოს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა სახელმწიფოებსაც, რათა მსგავსი შემზღუდავი ზომები მათაც გაატარონ.

მსგავსი სიახლეები