საგარეო საქმეთა მინისტრი ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე დასმულ არც ერთ კითხვას არ პასუხობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე დასმულ არც ერთ კითხვას არ პასუხობს - "ტვ პირველის" კითხვები ილია დარჩიაშვილმა უპასუხოდ დატოვა.
"როცა დრო იქნება გავაკეთებ კომენტარს"- იმეორებდა დაეჩიაშვილი.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.
სიაში მოხვდა ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი.