გონჩარენკოს ვუპასუხებ, კეთილი ენებათ, რეზოლუციაში ანტისახელმწიფოებრივი გზავნილი არ ჩაეწერათ - ქადაგიშვილი
გამომივიდა ახლა ესენი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია - ასე ეხმიანება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს, განცხადებას.
ბატონ გონჩარენკოს ვუპასუხებ, რომ მაგათ დეპუტატებს კეთილი ენებათ და ამ რეზოლუციაში ანტისახელმწიფოებრივი გზავნილი არ ჩაეწერათ, მიხეილ სააკაშვილზე. თავისი პასუხისმგებლობაც იგრძნოს გონჩარენკომ და მისნაირებმა. გამომივიდნენ ახლა ესენი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია - განაცხადა ქადაგიშვილმა
უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ დღეს განაცხადა, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის საერთაშორისო სანქიების დაწესება ,,ქართული ოცნების" იმ გადაწყვეტილების შედეგია, რის მიხედვითაც ისინი უკრაინის მხარდამჭერ ევროკავშირის რეზოლუციას არ შეუერთდნენ.
უკრაინამ სანქციები დაუწესა პუტინის რეჟიმის ეკონომიკური ფრთის ოლიგარქებსა და მათი ოჯახის წევრებს. მათ შორის არიან ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ფაქტობრივი მმართველისა და მმართველი პარტიის ოჯახის წევრები.
ვფიქრობ, ეს სიგნალია ივანიშვილისათვის იმიტომ, რომ ივანიშვილს და მის ,,ქართულ ოცნებას" 8 თვე ჰქონდათ, რათა გაეკეთებინათ არჩევანი ომში, სადაც არათავისუფალი სამყარო - რუსეთის ტირანია იბრძვის თავისუფალი სამყაროს - პირველ რიგში უკრაინისა და მის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, საქართველოს მმართველი პარტიისათვის 8 თვე არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ გაეკეთებინა არჩევანი და ამის მტკიცებულებაა წინა კვირას, უკრაინის საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ,,ქართული ოცნების" დეპუტაციის მიერ ხმის არმიცემა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისათვის, სადაც არც ერთი მათგანის ხმა არ დაფიქსირებულა. მათ შორის არც იმ შესწორებაზე, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითვალისწინებს.
მათ გააკეთეს თავისი არჩევანი, უკრაინამ ეს მიიღო და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა. რა თქმა უნდა ეს არის სიგნალი ბიძინა ივანიშვიილისათვის და მმართველი ,,ქართული ოცნებისათვის" ორ სკამზე ჯდომა არ გამოვა! - განაცხადა გონჩარენკომ.