მივმართავ აშშ-სა და ევროკავშირს, არ დააყოვნონ სანქციების გავრცელება ივანიშვილის კრიმინალური ოჯახის მიმართ - ნათელაშვილი

21.10.22 12:53
მივმართავ აშშ-სა და ევროკავშირს, არ დააყოვნონ სანქციების გავრცელება ივანიშვილის კრიმინალური ოჯახის მიმართ - ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, მსგავსად უკრაინისა, არ დააყოვნოს ბიძინა ივანიშვილის  ოჯახის მიმართ სანქციების გავრცელება. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი ასვე მოუწოდებს კოლეგა ოპოზიციონერებს, გამოვიდნენ პარლამენტიდან, ერთად დასახონ სამომავლო გეგმა და დაიწყონ მზადება რიგგარეშე არჩევნებისთვის. 

აღსრულდა ის, რისთვისაც ,,ლეიბორისტული პარტია" 10 წლის განმავლობაში თავგანწირულად იბრძოდა  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კრიმინალ ოლიგარქ ივანიშვილის ოჯახი დასანქცირებულია. 

უკრაინის პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა. დიდი მადლობა ბატონ ზელენსკის. ვიმეორებ, ბატონი ზელენსკი დღეს ყველაზე დიდი ქართველია. 

საქართველოს ხსნა გველეშაპისგან არის და გახდა მთელი მსოფლიოს ამოცანა. 

მივმართავ აშშ-ს, ევროკავშირს, არ დააყოვნოს სანქციების გავრცელება, მსგავსად უკრაინისა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი კრიმინალური ოჯახის მიმართ. რაც ჩქარა მოხდება ეს, მით მალე გამოანათებს მზე ჩვენს ქვეყანაში. 

მივმართავ პარლამენტში შესულ ოპოზიციას: მეგობრებო, მოვიდა დრო, გამოხვიდეთ მანდედან, დავსხდეთ აქ და ერთიან საკონსულტაციო რეჟიმში ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები, შევადგინოთ კოალიციური მთავრობის კონტურები. 

იმედია, როგორც ჩვენი უცხოელი პარტნიორების, ასევე ოპოზიციონერი მეგობრების გადაწყვეტილებები იქნება დროული, ოპერატიული, ადეკვატური - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები