წამზომი ჩართულია - ოპოზიცია "ოცნების" წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას იწყებს

21.10.22 13:12
წამზომი ჩართულია -  ოპოზიცია "ოცნების" წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას იწყებს

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" უმრავლესობის დატოვებისკენ  მოუწოდებს. 

უკრაინის მიერ ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების შემდეგ ოპოზიცია ახალი მტკიცებულებების შეგროვებას იწყებს. ხელისუფლების ოპონენტები ფაქტებს ყველა იმ ქართველ ბიზნესმენზე ეძებენ, რომლებიც ფულის შოვნის მარტივ გზებს რუსეთში ეძებენ და შემდეგ პუტინის ომს უკრიანაში აფინანსებენ.

ოპონენტების თქმით, თუ  დუმილის რეჟიმში გადასული უმრავლესობის წევრები ივანიშვილს არ ამხელენ, მაშინ შესაძლოა,  მათი სახელები სანქიცრებულთა სიაში  მოხვდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძეზე, ალექსანდრე დალაქიშვილზე, ანტონ ობოლაშილზე და ისკო დასენზე, ჩემო ძვირფასებოს, ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებას თქვენს რუსულ კავშირებთან  დაკავშირებით.  ასევე, სხვებთან დაკავშირებითაც, თუმცა დღეს მხოლოდ ამ 4 -ით შემოვიფარგლებით. თქვენ გაქვს რამდნეიმე კვირა ჯერ კიდევ, ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ომის დაფინანსებაში, ფაქტობრივად, დატოვოთ უმრავლესობა და შესაბამისად, უზრუნველყოთ „ქართული ცონების“ უმრავლესობის დაშლა, - თქვა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ოლიგაქრს მოუწოდებს, ქვეყნის მმართველოასბ ჩამოსცილდეს. 

„ქართული ოცნებისთვის“ საქართველოს სახელმწიფო ეს არის ბიძინა ივანიშვილი, მამაცაშვილი, ივანიშვილის ძმა და მათი ფინანსური კაპიტალის დაცვა. ეს არის ყველაზე უფრო ძირგამომთხრელი საქმიანობა და ძირგამომთხრელი პოლიტიკური დოქტრინა, რომელსაც მიჰყვება „ქართული ოცნება“, როდესაც ისინი აიგივებენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოსთან. ივანიშვილმა გაიგოს, მის ფინანსურ კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება  საფრთხე სანქციების სახით იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ჩამოსცილდება მმართველობას, - თქვა დეკანოიძემ. 

 

 

მსგავსი სიახლეები