"არამეგობრული ნაბიჯი" - ირაკლი ბერაია ოლიგარქის ოჯახის დასანქცირებაზე
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უკრაინის მიერ ივანიშილის ოჯახის დასანქცირებას არამეგობრულ ქმედებას უწოდებს. მმართველი გუნდის წევრი, "ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად ამბობს, რომ უკრიანას საქართველოს ომში ჩართვა სურს.
ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ჩვენ კონკრეტულად მოგვმართავენ და გვიბიძგებენ იმისთვის, რომ საქართველო ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში და გაიხსნას მეორე ფრონტი. ჩვენ ვხედავთ ძალიან არამეგობრულ ნაბიჯებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მეგობარი ქვეყნის და მისი მოქალაქეების მისამართით და ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციის შემდეგ უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უწესებს სანქციებს. გითარით, რომ არესტოვიჩი არის აბსოლუტურად არაადექვატური პიროვნება და შესაბამისად, მისი რიტორიკა ყოველგვარი ლოგიკური აზროვნების ჩარჩოს მიღმა დგას, - თქვა ბერაიამ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანება გუშინ გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში, არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.