კობახიძე ცრუობს, სწორედ ის დარბოდა ლომჯარიას მხარდასაჭერად და ივანიშვილს დახმარებას სთხოვდა - ლევან გოგიჩაიშვილი

21.10.22 17:56
კობახიძე ცრუობს, სწორედ ის დარბოდა ლომჯარიას მხარდასაჭერად და ივანიშვილს დახმარებას სთხოვდა - ლევან გოგიჩაიშვილი

ირაკლი კობახიძე ცრუობს, სწორედ ის დარბოდა და ივანიშვილს ეხვეწებოდა, ლომჯარიას გასაყვანად დამეხმარეო - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, განაცხადა.

გოგიჩაიშვილი იხსენებს იმ პერიოდს, როცა ირაკლი კობახიძე პირადად ლობირებდა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე.

ირაკლი კობახიძე ცრუობს, რადგან ნინო ლომჯარიას ,,ოცნების" ბევრი დეპუტატი ლობირებდა, ზუსტად კობახიძე დარბოდა ივანიშვილთან და ურეკავდა, ვერ გადის და ვარდება ეს კანდიდატურაო. იქნებ, რამეში დამეხმაროო. მაშინ მოხდა ზუსტად ივანიშვილის ჩარევა.

ჩემთან მოხდა პირადად დარეკვა, ივანიშვილს არ დაურეკავს, სხვამ დამირეკა. მითხრეს მისი დანაბარები, მე მინდა ეს ადამიანი და მხარს თუ არ უჭერ, ხელი არ შემიშალოო.- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

,,ქართული ოცნების" თავდმჯდომარემ დღეს ღიად და საჯაროდ დაადასტურა, რომ  სახალხო დამცველის ოფისს არ დათმობს, უფრო სწორად, აღარ დათმობს.

კობახიძის განმარტებით,  მან ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ,,ნაციონალურ მოძრაობას" ბოლომდე გაატანინა.

 

 

მსგავსი სიახლეები