"აი-ფაქტმა" გორის მერი ამხილა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 3 სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობს
არღვევს თუ არაა კანონს გორის მერი? - აი-ფაქტმა გამოიკვლია და დაადგინა, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 3 სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობს.
კანონით კი მაღალი თანამდებობის პირს არ აქვს უფლება სამეწარმეო საქმიანობაში იყოს ჩართული.
სკანდალური ამბის გათქმის შემდეგ, გორის მერიამ განცხადებაც გაავრცელა და დაწერეს, რომ ხინჩეგაშვილს წილები სხვებზე აქვს გადაფორმებული. თუმცაა სხვა რამეზე მეტყველებს საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემები.
გორის მერი ფლობს 33-34 %-იან წილს სამ აქტიურ ჯკომპანიაში. ეს კანონდარღვევაა, რადგან, როდესაც ის ხდება საჯარო მოხელე, მან მართვაში თავისი წილები უნდა გადასცეს სხვა ადამიანს. გორის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხაად, რომ გორის მერს გადაცემული აქვს სხვისთვის მართვაში საკუთარი წილები, თუმცა ეს ეს საჯარო რეესტრის ოფიციალური ინფორმაციით არ დასტურდება“.- ამბობს „აი-ფაქტი“.
ცნობისთვის, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ, გორის მერიიდან შესვენებაზე გასული საჯარო მოხელე სამსახურიდან ოფიცილურად სწორედ სამეწარმეო საქმიანობის გამო გაუშეს.