გვინდა, გამჭვირვალე იყოს ის ინფორმაცია, რასაც ეყრდნობა არგუმენტები სანქცირებასთან დაკავშირებით - ხოშტარია
დაუწესდეს რუსეთის მხარდამჭერებს პერსონალური სანქციები - ამ თემაზე დილიდან პარტია „დროას“ წევრები საჯარო შეხვედრას მართავენ.
ელენე ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სახით ხელს უწყობენ რუსეთს ამ ომში.
ეს არის პროცესი, რომელშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან კონკრეტულ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, როგორც უკრაინაში, ისე უკრაინის მიღმა. გვინდა, რომ ძალიან გამჭვირვალე იყოს ის ინფორმაცია, რასაც ეყრდნობა არგუმენტები სანქცირებასთან დაკავშირებით. აქ იქნება თავმოყრილი დოკუმენტები, მაგალითად ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უშუალო კონტაქტები რუსულ გარემოცვასთან. ჩვენ თავმოყრილი გვაქვს, უმეტესწილად, გაკეთებული გამოძიებები“ - ამბობს ხოშტარია.