"პროექტის ავტორს ევალდებოდა ზედამხედველობა" - მერია ისრების გადატანას კვლავ ლაშა ფურცხვანიძეზე ცდილობს

22.10.22 17:20
"პროექტის ავტორს ევალდებოდა ზედამხედველობა" - მერია ისრების გადატანას კვლავ ლაშა ფურცხვანიძეზე ცდილობს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიიდან  კვირაზე მეტი გავიდა, დედაქალაქის მერია კი ისევ თავის მართლების რეჟიმშია.

კახი კალაძის მოადგილემ დღეს საგანგებო ბრიფინგი კითხვებზე საპასუხოდ გამართა, თუმცა  ანდრია ბასიალაის ახალი არაფერი უთქვამს.

ბრიფინგზე ისრების გადატანას ბასილაია ისევ ლაშა ფურცხვანიძეზე შეეცადა და თქვა, რომ სწორედ მის კომპანიას ევალებოდა ზედამხედველობა.

მერიას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, თუ რატომ არ იყო ვაკის პარკის შადრევანში უსაფრთხოების ნორმები დაცული. 

რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად. გამოძიება ჯერჯერობით მიმდინარეობს. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დავადგინოთ, თუ რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა, რომელიც იდო პროექტში. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დაველოდოთ გამოძიებას. როცა დასრულდება გამოძიება, შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები. პროექტის ავტორს ევალდებოდა საავტორო ზედამხედველობა და იგი ვალდებული იყო მონიტორინგი გაეწია პროექტისთვის“. - თქვა ბასილაიამ.
 

მსგავსი სიახლეები