კალაძემ იცოდა, რომ შადრევანს ავტომატური მართვა არ ექნებოდა - "შაბათის ეთერის" ხმაურიანი გამოძიება

22.10.22 21:02
კალაძემ იცოდა, რომ შადრევანს ავტომატური მართვა არ ექნებოდა -  "შაბათის ეთერის" ხმაურიანი გამოძიება

"შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით, უკვე აშენებულ და უკვე ჩაბარებულ შადრევანში მილების ფერი დედაქალაქის მერს არ მოეწონა და შეცვლაც კახა კალაძის მოთხოვნა იყო.

"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა ინფორმაციის გადამოწმება "გრინსერვისის" მფლობელთან სცადა, თუმცა კობა ხარშილაძემ, რომლის კომპანიამაც შადრევანს რეაბილიტაცია განახორციელა,"შაბათის ეთერთან" ფაქტი კატეგორიულად უარყო.  არადა ხარშილაზემ საზეიმო გახსნის დღეს, შადრევანი კალაძეს პირადად ჩააბარა, თავად უხსნიდა ყველა დეტალს და გვერდიდან არ მოშორებია. 

ამასთან, "შაბათის ეთერმა" 12 ოქტომბერს, "ტვ პირველის" ახალი ამბების კამერის მიერ, კახი კალაძისა და მისი მოადგილის საუბარი გაშიფრა, ჩანაწერის მიხედვით, ანდრია ბასილაიას მერს ეუბნება, რომ შადრევნის ავტომატური მართვის სისტემა ჯერ არ მუშაობს და ხელით რთავენ.  

ამ დიალოგიდან დგინდება, რომ შადრევანზე საზეიმო გახსნის დღეს სამუშაოები დასრულებული არ იყო, არ არსებობდა ავტომატური მართვის სისტემა.  კალაძის და მისი მოადგილის შემთხვევით ჩაწერილი საუბრიდან ირკვევა, რომ ავტომატური მართვა არამც თუ ჩართული, არამედ სამართავი ფარი მოწყობილიც კი არ იყო. 

ანდრია ბასილაია კალაძეს უსაფრთხოების რისკებზე ელაპარაკება და პირდაპირ ეუბნება, რომ ვაკის პარკის შადრევანზე საფრთხე არის. 

ვაკის პარკის მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 26 აგვისტოს დასრულდა! მილები ფერის შეცვლის ბრძანება კი 15 სექტემბერს გაიცა. 

 

 

მსგავსი სიახლეები