ხელისუფლებამ მთავრობის ცხელი ხაზის ნაცვლად, "თბილისი ენერჯის" ნომერი მიუთითა - ბილბორდები თბილისის ქუჩებში
თბილისის ქუჩებში, უზარმაზარ ბილბორდებიდან, მთავრობა ვაქცინის გაკეთებისკენ მოგვიწოდებს. სარეკლამო აბრაზე წერია რომ "ვაქცინა გვიცავს!", იქვეა ცხელი ხაზი, მაგრამ არა მთავრობის, არამედ "თბილისი ენერჯის". (ბანერზე, 144-ის ნაცვლად, გაზის კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი - 114-ია მითითებული).
ფაქტმა მოქალაქეებში დაბნეულობა გამოიწვია.