მკვლელი შადრევანი - "შაბათის ეთერმა" საქმის მასალები მოიპოვა
მკვლელი შადრევნის საქმე - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა სისხლის სამართლის საქმის მასალები. ირკვევა, რომ მერიის თანამშრომლები დაკითხვების დროს, გამომძიებლებს სიმართლეს უმალავდნენ. 13-14 ოქტომბერს, როცა პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვების სერია მიმდინარეობდა, კალაძის უწყების თანამშრომლებთაგან არცერთმა მათგანმა არ თქვა, რომ 26 აგვისტოს, სამუშაოების დასრულების შემდეგ არსებობდა ზეპირი ბრძანება და უკვე დასრულებული შადრევანი გახსნეს და მილების ფერი შეცვალეს.
პოლიცია ამ კვალზე მხოლოდ მას შემდეგ გავიდა, რაც კამერების გაშიფვრა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ იქ უცხო ადამიანები გადაადგილდებიან და მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებს ატარებენ. სავარაუდოდ ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ გახდნენ მერიის თანამშრომლები იძულებულები, რომ ეღიარებინათ, რომ ვიღაცას არ მოეწონა მილის ფერი და უკვე დასრულებული პროექტის თავიდან კეთება მოუწიათ.
ირკვევა, რომ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებს მერიასთან ერთად "გრინსერვისმაც" დაუმალა. გამოკითხვის ოქმებში არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ 22 სექტემბერს შადრევანში ცხაურები მოხსნეს და მილების შეფუთვა დაიწყეს. მოპოვებულ ჩვენებებში 13-14 ოქტომბერს დაკითხვაზე მყოფი პირები ამტკიცებდნენ, რომ ჩართულ შადრევანში "გრინსერვისის" წარმომადგენლები ჩავიდნენ, ერთ-ერთის ფორმა გახეული იყო, თუმცა მათთვის დენს არ დაურტყამს.
პოლიციის ფაილები ნახეთ ვრცლად აქ