ექსკლუზივი: ოლიგარქის ახალი საიდუმლო , აღმოჩენილია ივანიშვილის აქამდე უცნობი ბიზნესი
ოლიგარქის ახალი საიდუმლო - "შაბათის ეთერის" მიერ დადგენილია, რომ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ ბიზნესიმპერიას ფლობს. საუბარია ბიო პროდუქტებზე, რომელიც საქართველოში მზადდება. პროდუქციას რუსულენოვანი შეფუთვა აქვს. ოფიციალური დოკუმენტებით ის შუააზიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, გერმანიასა და თურქეთში გადის.
ირკვევა, რომ კომპანიაზე, რომელიც ბიო პროდუქტებს ამზადებს, შესაბამისობის დიპლომები გაცემულია რუსეთის ფედერაციაში და ბიძინა ივანიშვილის კომპანიას წარმომადგენელიც ჰყავს რუსეთში.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, საუბარია კომპანია "ჯეო ფერტზე", რომელიც ბიძინა ივანიშვილის დიშვილზე, კახა კობიაშვილზეა გაფორმებული.
"ჯეო ფერტის" უდიდესი ქარხანა კასპში მდებარეობს. ადგილზე "შაბათის ეთერი" ჩავიდა, გადამღებ ჯგუფს თავდაპირველად დაპირდნენ, რომ ლაბორატორიებს გადააღებინებინებდნენ, თუმცა კომოპანიამ პირობა არ შეასრულა.
კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, ისინი პროდუქციას რუსეთში არ ყიდიან, თუმცა "შაბათის ეთერმა" რუსულენოვანი კლიპები, რუსულენოვან შეფუთვას და რუსულენოვან დიპლომებს მიაგნო.
გაირკვა ისიც, რომ ივანიშვილის ქარხნის მიერ ნაწარმოები პროდუქტი გამოფენებზე როსტოვში გააქვთ, სადაც ანიჭებენ დიპლომებს და უფრო მეტიც, ჰყავთ წარმომადგენლებიც.
კომპანიის ოფიციალურ facebook-ზე წერია, რომ მათ იპოვეს მესამე პირი, რომელიც მათგან პროდუქციას ყიდულობს, და ამ პროდუქტებს წარადგენს გამოფენაზე, იმისთვის, რომ მიიღოს დოკემენტი, დიპლომი, რომ ეს პროდუქტი ნამდვილად მაღალი ხარისხისაა.
მაკა ანდრონიკაშვილის სიუჟეტი ნახეთ აქ