პერსონალური ინფორმაციის უკანონო გადაცემა - "ანტიკორუფციული მოძრაობა" წულუკიანის დასანქცირებას ითხოვს
"ანტიკორუფციული მოძრაობა" თეა წულუკიანის დასანქცირებას მოითხოვს. კულტურის მოქმედ და იუსტიციის ყოფილ მინისტრს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ამხელენ. მიზეზი გაყალბებული არჩევნებია.
წულუკიანი იუსტიციის მინისტრობის დროს "ოცნებას", სავარაუდოდ, მისი უწყებიდან მოქალაქეების პერსონალურ მონაცემები გამოჰქონდა და ელექტორატზე ზემოქმედების მოხდენას ამ გზით ცდილობდა.
"ანტიკორუფციული მოძრაობა" თეა წულუკიანის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას იწყებს. პროტესტის მონაწილეების მიზანია დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ კულტურის მინისტრი დასასანქცირებელტა სიაში შეიყვანოს.
თეა წულუკიანი, ირაკლი კობახიძე, კახაბერ ლაბუჩიძემხილებულები არიან მძიმე დანაშაულში. გაყალბებულია არჩევნები, ჩვენ სახეზე გვაქვს მამხილებლის მიერ გაცხადებული ფაქტები, პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავება-გადაცემა, შავი ფულით ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსისი პარტიული და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. ამაშ ჩართულია, ფაქტობრივად, ხელისუფლების ყველა შტო. დემოკრატიას ძირი აქვს გამოთხრილი. ამაში მონაწილეობდა თეა წულუკიანი, ამაში ჩართულია ირაკლი კობახიძე, შავი ფული, - ამბობს "ანტოკორუფციული მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა.
დაიწყება თუ არა გამოძიებად ა იქნება თუ არა სანქციების ახალი პაკეტი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან, მოვლენების განვიტარება აჩვენებს.