ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას - პრემიერის ახალი ინიციატივა

26.04.21 11:12
ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას - პრემიერის ახალი ინიციატივა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პრემიერ-მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის. ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მასშტაბურ განახლებას აანონსებს. პროექტი 63 მუნიციპალიტეტის ურბანულ განახლებას გულისხმობს. 

ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულუტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის განახლებას, მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას,  ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას, ასევე, ყველა ქალაქის კურორტების და სახლებების ურბანულ განახლბეას. ასევე, პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებლი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები, - განაცხადა პრემიერმა.  

პრემიერის თქმით, რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპი  500 მილიონი ლარი დაჯდება. პროექტის ფარგლებში 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტებზე ტენდერები აპრილის თვეში გამოცხადდება. 
 

მსგავსი სიახლეები