საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვევა

24.10.22 10:31
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვევა

 საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ეწვევა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. 
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

14:00 საათზე “შატო მუხრანში”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი  მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები