საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო
სასატუმრო ,,შატო მუხრანში" აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრა დაიწყო. ილჰამ ალიევი საქართველოში ერთ საათის წინ ჩამოვიდა.
ოფიცილური ვერსიით, საუბრის მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებია. თუმცა ახლა ყველა ელოდება, რას იტყვის ალიევი დავით გარეჯზე, დაარწმუნებს თუ არა ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელი გზა მომლოცველებს გაუხსნას.
საქართველოს პრემიერსა და აზრბაჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ ყველა ის საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ეს არის საკითხების ფართო სპექტრი.
მეორეს მხრივ, რეგიონალური გამოწვევების ფონზე, მეორე საკითხი, რაც განხილული იქნება, როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატ დავით სერგეენკოს, ინფორმაციით, ორ ლიდერს შორის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დავით გარეჯის საკითხს დაეთმობა.
ეს ვიზიტი არის ძალიან მაღალი სახელმწიფო და პოლიტიკური მნიშვნელობის. აზერბაიჯანი არა მარტო ჩვენი მეზობელია, არამედ სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია.
დიდი იმედი მაქვს, რომ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი. ასეთ შეხვედრებზე ასეთი დონის საკითხები პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში წყდება-ხოლმე - განაცხადა დავით სერგეენკომ.
დაახლოებით ერთ საათში საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველი პირები განცხადებას გააკეთებენ.
უკვე სამი წელია ,,ქართლმა ოცნებამ" დავით გარეჯი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად გაქცია, მაგრამ შედეგი ხალხმა ვერ მიიღო, აღდგომისა და ჩიჩხიტურის ტაძრამდე მიმავალი გზა ისევ დაკეტილია. რის გამოც მრევლს არ აქვთ საშუალება, აღნიშნულ ტაძრებში ილოცოს.