ანტიამერიკული მოძრაობა გაფართოვდა - ყაველაშვილი-სუბარი-ხუნდაძის დანაყოფს რეგიონებიდან ახალი წევრები შემოუერთდნენ
"ოცნებიდან" ფორმალურად გამიჯნული ,,ხალხის ძალა" ფართოვდება. ყაველაშვილი - სუბარი - ხუნდაძის დანაყოფს კიდევ 180 ადამიანი უერთდება. ეს ძირითადად რეგიონული აქტივია.
პირველი ეტაპი ჩვენ გადავლახეთ წარმატებით, რადგან საქართველოში არ გახსნილა მეორე ფრონტი, თუმცა, ეს რისკები არ გამქრალა, სამწუხაროდ, ეს ხალხმა კარგად იცის.
დღეს ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, ყველა რეგიონიდან და მუნიციპალიტეტიდან შემოუერთდებიან ,,ხალხის ძალას".
ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებები არ იყო მხოლოდ მათი განცხადებები და მათ უკან სამწუხაროდ იდგა ამერიკის ის მხარე, რომელსაც სურდა მეორე ფრონტი საქართველოში, ეს არახამიამ საჯაროდ დაადასტურა.
აქედან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ეს რისკი არ გამქრალა - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ამ დროისთვის ,,ხალხის ძალის" ლიდერები ახალ წევრებთან შეხვედრას მართავენ. მათი ინფორმაციით, თუ საჭიროება დადგება, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდება.