ხელისუფლება დასავლეთს ღია ბრძოლას უცხადებს- ნიკა მელია
სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა კორუფციულ-კლანურ ინსტიტუციად - ასე ეხმიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის არჩევას.
ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას და უარს ამბობს შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე
"მოსამართლეთა კონფერენციამ არაფრად ჩააგდო საერთაშორისო რეკომენდაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩია ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას. ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას და უარს ამბობს შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე“ - თქვა ნიკა მელია.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2 მოსამართლე წევრად დიმიტრი გვირტიშვილის და ლევან მურუსიძე აირჩია.