ალიევი-ღარიბაშვილის პრესკონფერენცია დასრულდა - ღარიბაშვილს დავით გარეჯზე არც ერთი სიტყვა არ უთქვამს

24.10.22 14:31
ალიევი-ღარიბაშვილის  პრესკონფერენცია დასრულდა - ღარიბაშვილს დავით გარეჯზე არც ერთი სიტყვა არ უთქვამს

ალიევი-ღარიბაშვილის ბრიფინგი ისე დასრულდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკითხი არც ერთხელ არ უხსენებია. 

დავით გარეჯზე არაფერია ნათქვამი მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც. ღარიბაშვილის უწყება წერს, რომ  საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაესვა ხაზი.

აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალი დონე და აქტიური პოლიტიკური დიალოგი. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიურ თანამშრომლობას.

მათივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ და არსებული გამოწვევების დასაძლევად გაერთიანებული ძალებით მუშაობენ.

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების მზადყოფნა.

 

მსგავსი სიახლეები