გამოჯანმრთელებული პრემიერის პირველი სხდომა - თალაკვაძის გადადგომა ღარიბაშვილს არ უხსენებია

26.04.21 11:19
გამოჯანმრთელებული პრემიერის პირველი სხდომა -  თალაკვაძის გადადგომა ღარიბაშვილს არ უხსენებია

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში პირველ სხდომას მართავს. ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომა ახალ ინიციტივიაზე საუბრით გახსნა, თუმცა პარლამენტის ყოფილი  თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილს არჩილ თალაკვაძის პოსტიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტებები არ გაუკეთებია. 

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება დააანონსა. მისი თქმით, პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები