პროტესტი ცაგერის მუნიციპალიტეტში - მოსახლეობა ყურძნის ფასის მატებას ითხოვს
ლეჩხუმში მოსახლეობა ყურძნის ფასს აპროტესტებს. ხელისუფლება გლეხებისგან მოსავალს 3 ლარად ყიდულობს, საუკეთესო შემთხვევაში კერძო კომპანიები მათ მხოლოდ 50 თეთრს უმატებენ.
მოსახლეობა ყურძნის ფასის 5 ლარამდე გაზრდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზის გადაკეტვითა და პროტესტის უმწვავესი ფორმით იმუქრება.
ყურძნის ფასი ახლა არის 3 ლარი და 50 თეთრი. გლეხობა ითხოვს 5 ლარს, რომ ყურძენი ჩაბარდეს.
სხვათა შორის შარშან იყო 3,5 ლარი, მაგრამ მის შემდეგ ყველაფერი გაძვირდა, ბენზინი, შხამ-ქიმიკატები.
ყველაფერი გაძვირებულია. ამიტომ ხალხი აპროტესტებს. სხვათა შორის, არც გუბერნატორი მოსულა, არც სხვა ხელისუფლებიდან. დეპუტატზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია.
ზოგადადა ლეჩხუმის გლეხობას არავინ არ აქცევს ყურადღებას. გზა გადაიკეტება აუცილებლად - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო რაიონში ყურძნის მოსავალი ფუჭდება. გარადა ამისა, მათ აწუხებთ ბანკის ვალები, რომელიც ვენახის მოვლისთვის აიღეს. სხვა შემოსავალი კი მათ არ გააჩნიათ.