მოსამართლეებს ვეტყოდი, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება - სოფო ლილუაშვილი

24.10.22 15:38
მოსამართლეებს ვეტყოდი, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება - სოფო ლილუაშვილი

დადგნენ ისტორიის ნათელ მხარეს, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც მათ ცხოვრებას გაუადვილებს - ,,მთავარი არხის" დამფუძნებლის მეუღლე, სოფო ლილუაშვილი, მოსამართლეებს მოუწოდებს, ნიკა გვარამიას საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

მოსამართლეებს ვეტყოდი, რომ დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს და ნუ შეარცხვენენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩაიხედონ გულში, ჩახედონ თავიანთ შვილებს თვალებში და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც მათ ცხოვრებას გაუადვილებს მომავალში. 

ნუ იცხოვრებენ დღევანდელი დღით ! - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.

ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს უნდა გამოაცხადოს.

მსგავსი სიახლეები