რეგიონში არსებული უსაფრთხოება და ეკონომიკური პროექტები - რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში - ორი ქვეყნის ლიდერმა დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება რეგიონში არსებულ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკურ პროექტებზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველო-აზერბაიჯანი ერთობლივად აწარმოებს.
ილჰამ ალიევმა ასევე თქვა, რომ ბაქო-თბილისი - ჯეიჰანის მილსადენი მაქსიმალურად დაიტვირთება და ნავთობის ევროპაში გატანა ამ გზით მოხდებოდა. ასევე, ბაქო-სუფსას ტერმინალი, რომელიც ამ დროისათვის არ მუშაობს, ამუშავდება.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ აზერბაიჯანი ენერგომატარებლების და ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპერტს გეგმავს და ამ შემთხვევაში გამტარი ქვეყანა საქართველო იქნება.
ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზებაიჯანი აპირებს 2-ჯერ გაზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი. ამასობაში ბაქო-თბილის-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს. ის კიდევ უფრო დაიტვირთება და გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალი. ახლა ვიცით, რომ ეს ტერმინალი არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა, რომ დავტვირთოთ ეს არხი, - განაცხად პრესკონფერენციაზე ილჰამ ალიევმა.