კონსულტაციები ციხეში - ადვოკატი ნიკა მელიას ხვდება

26.04.21 11:22
კონსულტაციები ციხეში - ადვოკატი ნიკა მელიას ხვდება

ნიკა მელიასთან  ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი შევიდა. კონდახიშვილმა თქვა, რომ სასაუბრო თემა იქნება სასამართლო პროცესი, რომელიც 3 დღეში გაიმართება. 

ჩვენ გვექნება საუბარი სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მიერ არის აღიარებული მელიას საქმე პოლიტიკური აღქმის მქონე საქმედ, ნორმალურ სახელმწიფოში ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს აქვს მყისიერი ვალდებულება, გაათავისუფლოს ბრალდებული უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან" - ამბობს კონდახიშვილი.

შეხვედრა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ დაიწყო. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოზიცია.

მსგავსი სიახლეები