აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია, მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს - ალიევი
აზერბაიჯანი გეგმავს გაზარდოს ბუნებრივი აირისა და ნავთობის ექსპორტი, ენერგოექსპორტის მარშრუტები კი საქართველოზე გაივლის - ამ თემაზე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა.
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მეტად დაიტვირთება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ამუშავდება ბაქო-სუფსა.
ერთობლივ ბრიფიუნგზე პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ აზერბაიჯანიელექტროენერგიის საერთაშორისო ბაზრებზე გატანასაც გეგმავს მისი მარშრუტი კი საქართველოზე გაივლის.
აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია. ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს.
10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობა განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი.
ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, იმისთვის, რომ ელექტროენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებითაც საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ"- თქვა ილჰამ ალიევმა.