არჩილ თალაკვაძე სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იქნება

26.04.21 11:25
არჩილ თალაკვაძე სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იქნება

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარეს "ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელებს.

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული წინადადება თალაკვაძეს უკვე გააცნეს, თუმცა უცნობია, დათანხმდება თუ არა თალაკვაძე შეთავაზებულ წინადადებას. 

ჩვენივე ინფორმაციით, დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე, მერობისთვის ბრძოლას არ აპირებს. 

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას, ჩვენი ინფორმაციით, მისი გაშვება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები