"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ცეცხლი ევროსაბჭოსაც გაუხსნა
ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური ცეცხლი ევროსაბჭოსაც გაუხსნა. რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წერილს უგზავნის, სადაც შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ ქმედებაში ადანაშაულებს. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შეურაცხყოფილია, რადგან ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენიებული. " მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი-" სწორედ ზურაბ ჟვანიას ამ ისტორიული სიტყვებით 23 წლის წინ ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოში შევიდა, 2022 წელს ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ კი საერთაშორისო ორგანიზაცია ფაქტობრივად საქართველოს მტრად მოიხსენია.