ალიევს იმიტომ არ შეახვედრეს, რომ პრეზიდენტმა ხშირად დააფიქსირა განსხვავებული პოლიტიკური აზრი - ხატია დეკანოიძე
რატომ დაუმალა სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლებამ საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი? ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ პირისპირ შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილს ისეთი რამის თქმა უნდოდა ილჰამ ალიევისთვის, რისი სხვისთვის მოსმენის სურვილი არ ჰქონდა. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ინფორმაციის არმიწოდება მის ბოლოდროინდელ პროდასავლურ განცხადებებს უკავშირდება.
,,ქართული ოცნება" და ერთ დროს მათ მიერ ხელდასმული პრეზიდენტი ახლა ძალიან სხვადასხვა პოლუსზე არიან და ვფიქრობ, ეს ფაქტი ზოგადად კონსტიტუციის დარღვევაც არის, რადგან პრეზიდენტი წარმოადგენს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს.
ვფიქრობ, ეს განაპირობა იმან, რომ პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში ხშირად დააფიქსირა განსხვავებული აზრი, მათ შორის, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. პირველ რიგში ეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას შეეხება. - განაცხადა ,,ენმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში - საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, თუმცა მას არათუ ცალკე, არამედ გაფართოებულ შეხვედრაში მონაწილეობის უფლებაც კი არ მისცეს.