აძლიერებს კლანურ მმართველობას, ევროინტეგრაციას პრობლემას უქმნის- დოლიძე იუსტიციის საბჭოში მურუსიძის დანიშვნაზე
სასამართლო რეფორმა არ იქნება - ამის თქმის საფუძველს არასამთავრობო სექტორს ის ფაქტი აძლევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი დააბრუნეს.
მესამე სექტორი პირდაპირ ამბობს, რომ კლანის წევრების იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევით ,,ქართულმა ოცნებამ" დასავლეთს ღია ბრძოლა გამოუცხადა და კანიდატის სტატუსზე ფაქტობრივად უარი თქვა.
მსგავსი ნაბიჯის გადადგმა საქართველოსთვის ძალიან ცუდია. ეს აძლიერებს კლანურ მმართველობას სასამართლო სისტემაში და არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ასვე დიდ პრობლემას ქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ნაწილში. როგორც აღვნიშნეთ, სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ევროკავშირის მხრიდან.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 12 რეკომენდაცია იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - აცხადებს ნინო დოლიძე, ,,სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი.