ომბუდსმენის კანდიდატების მოსმენა - "ოცნება" სხდომაზე "შპარგალკებით" მივიდა
მოსმენა ე.წ. "შპარგალკებით" - "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ომბუდსმენის კანდიდატისთვის დასასმელი კითხვები წინასწარ დაწერეს. პარლამენტიდან ფაქტის ამსახველი ფოტომასალა ოპოზიციამ გაასაჯაროვა.
ენმ-ს წევრი ანა წითლიძე, რომელიც ომბუდსმენობის კანდიდატებთან გასაუბრებას ესწრება, სოციალურ ქსელში წერს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებმა კანდიდატებისთვის დასასმელი შეკითხვები მეილზე, ვორდის ფაილით, მიიღეს.
ფაქტი ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" მისთვის არასაასურველი ობუდსმენის კანდიდატის ჩაგდებას ყველა გზით ცდილობს.
მმართველი პარტიის კითხვებს ამ წუთებში ანა აბაშიძე პასუხობს. არამთავრობო სექტორის და ოპოზიციის მიერ წარდგენილ აბაშიძეს "ოცნება" პასუხებს თხოვს, რატომ აკრიტიკებდა ხელისუფლებას და რატომ ითხოვდა ღარიბაშვილის გადადგომას.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე აბაშიძეს ჰკითხეს, მოსწონს თუ არა მოქმედი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რაზეც კანდიდატმა უპასუხა, რომ ეს არაეთიკური შეკითხვა იყო.
მმართველი პარტიის წევრი, მიხეილ სარჯველაძე, დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა ანა აბაშიძე პასუხისმგებლად მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, რაზეც კანდიდატმა კონკრეტული შემთხვევა გაიხსენა.
კი, მივიჩნევ. ალექსიძე იყო ასეთი ბიჭი, 53 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე. აი, ამ ადამიანს მიხეილ სააკაშვილმა, 53 დირექტორმა, მაშინდელმა განათლების მინისტრმა, თუმცა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა "ხულიგანი" ეძახა. მე ვიყავი მათ შორის ავტორი ამ ბავშის საქმის, პრაქტიკულად გამოძიების, - თქვა აბაშიძემ.
დღეს პარლამენტი აბაშიძის გარდა კიდევ სამ კანდიდატს მოუსმენს, თუმცა უკვე არსებობს ვარაუდი, რომ არცერთ მათგანს მმართველი პარტიის მხადაჭერა არ ექნება.