არ ვაპირებთ, მოვახდინოთ დათხრილი თვალების ლეგიტიმაცია - გავრილოვის ღამის დაზარალებულები

26.04.21 11:35
არ ვაპირებთ, მოვახდინოთ დათხრილი თვალების ლეგიტიმაცია - გავრილოვის ღამის დაზარალებულები

ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება საპროტესტო აქციის ფონზე მოხდება. გავრილოვის სისხლიანი ღამის დაზარალებულები საკანონმდებლო ორგანოსთან მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. ისინი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ უახლესი ისტორიის წაშლას ცდილობს და ამაში ხელს მათ ოპოზიციის ის ნაწილი უწყობს, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახებთ, რომ არსებობს მეორე საქართველო, როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას, ანუ ხელმომწერ მხარეებს დავანახებთ, რომ არის მეორე საქართველო, რომელიც არ აპირებს ლეგიტიმაცია მოახდინოს ამ სადამსჯელო ოპერაციის, არ აპირებს ლეგიტიმაცია მოახდინოს დათხრილი თვალების, არ აპირებს, რომელიც არ აპირებს ლეგიტიმაცია მოახდინოს ზოგადად, ამ ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის. ჩვენ ვაპირებთ, რომ თუ დადგა ეს შედეგი გავაგრძელოთ დავა საერთაშორისო სასამართლოში არა მხოლოდ უფლების შელახვის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ამ უფლების რეაბილიტაციისთვის ბრძოლას ადგილობრივი პოლიტიკური კლასი გვიკრძალავს და აფორმებს ისეთ შეთანხმებებს, რომელიც ჩვენი უფლებების შეზღუდვისკენ არის მიმართული, - აცხადებს 20 ივნისის ერთ-ერთი დაზარალებული. 

პარლამენტში ხვალ დიდი ალბათობით ორი კანონპროექტის ინიცირებამოხდება; ერთი  „ქართული ოცნების“ მიერაა მომზადებული, ხოლო მეორეს ოპოზიცია  წარადგენს.