თუ არ იქნება რეფორმები, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა - დეკანოიძე
ბაიდენის ადინისტრაციის განცხადებას საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
„ენმ“-ს ლიდერის, ხატია დეკანოიძის, თქმით, პარტნიორები შეშფოთებულნი არიან ანტიდასავლური განცხადებების, ქვეყანაში რუსული ინტერესების გაძლიერებისა და ჩავარდნილი რეფორმების გამო.
დეკანოიძე ამბობს, რომ ამერიკამ ნედ პრაისის განცხადებით გვითხრა, რომ თუ არ იქნება რეფორმები, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა.
ჩვენი პარტნიორების ყველაზე უფრო ღრმა შეშფოთებას იმსახურებს სამი ძირითადი საკითხი: ანტიდასავლური კამპანია, საქართველოში რუსული ინტერესების გაძლიერება და მესამე - ჩავარდნილი რეფორმები, მათ შორის, მართლმსაჯულების და სასამართლოს კუთხით, რომელიც არის ყველაზე უფრო ნიშანდობლივი ინსტრუმენტი რეჟიმის, ხელისუფლების და ინსტრუმენტალიზაცია ამ მახინჯი სისტემის ოლიგარქიის და კლეპტოკრატიის. ამიტომ, თუ არ იქნება რეფორმები, როგორც ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა,"- განაცხადა დეკანოიძემ.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდი ,,ქართული ოცნებას" ქვეყნის უკუსვლაში ადანაშაულებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტკური მემკვიდრეები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. „საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ გამოიწვია უკუსვლა“ - ამბობს სახელწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ნედ პრაისი.