"საქართველო ყველგან მოწინავე პოზიციაზე" - "ოცნება" ამერიკის უმწვავეს კრიტიკას არ იღებს
„ქართული ოცნებაში“ ამერიკის უმწვავეს კრიტიკას არ იღებენ და გადაბრალების რეჟიმში არიან.
უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ რეფორმების გატარების მიმართულებით საქართველო მოწინავე ადგილზეა.
საქართველო ყველგან, ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე პოზიციაზე. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ რაღაცა უკუსვლაზე, ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებაზე და ა.შ. ეს მგონია, რომ ეს აზიანებს ქვეყანას და მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვინ გამოხატავს ხალხის ნებას. ვერავინ ხალხის ნებაზე მაღლა ვერ დადგება და არ დადგება. ეს არის დემოკრატია." - ამბობს ღუდუდშაური.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდი ქართული ოცნებას ქვეყნის უკუსვლაში ადანაშუალებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტკური მემკვიდრეები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. „საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ გამოიწვია უკუსვლა“ - ამბობს სახელწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ნედ პრაისი.