ზურაბიშვილი პრეზიდენტად აირჩიეს ისე, რომ ბანერებიდან ჩამოხსნეს და საკუთარი სახეები გამოფინეს - ჯაფარიძე "ოცნებაზე"
პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს არ უკვირს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის თაობაზე სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტი ნომინალური ფიგურაა
მორიგი დადასტურებაა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ნომინალური ფიგურაა. ეს ადამიანი პრეზიდენტად აირჩიეს ისე რომ ბანერებიდან ჩამოხსნეს და საკუთარი სახეები გამოფინეს, ამიტომ მათგან გასაკვირი არაფერი არ არის. მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" ინსტიტიტების, თუნდაც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ პატივისცემას, გამოხატავს, ცხადია, არავის არ აქვს. ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის"- თქვა ჯაფარიძემ.