მაღალი ალბათობით, შეფასება იქნება ნეგატიური - ჯაფარიძემ და ვაშაძემ ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამეს
შეფასება იქნება ნეგატიური - "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ერთობლივ ბრიფინგზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამეს.
ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე ევროპის საპარლამენტო დედაქალაქიდან დაბრუნების შემდეგ პირდპაირ ამბობენ, რომ ევროკავშირი უკმაყოფილოა საქართველოს ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი ვალდებულებებით და არ აპირებს, რომ საქართველოში გამოგზავნოს ექსპერტების ჯგუფი, რომლიც ქვეყნას პუნქტების შესრულებაში უნდა დახმარებოდა.
ქართველი პოლიტიკოსების თქმით, ევროპარლამენტში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ძალიან კარგი შესაძლებლობა და შანსი ჰქონდა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა "ქართული ოცნების" არასწორმა პოლიტიკამ ცუდი შედეგი მოიტანა.
ვაშაძე-ჯაფარიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" არაფერს აკეთებს EU-ს სტატუსის მიღებისთვის.
ჩვენ შანსი დარჩენილი გვაქვს, მაგრამ დეკემბერში არანაირი შეფასებითი მისია საქართველოში არ იქნება, რადგან ვერ ხედავენ პროგრესს ამ რეფორმების მიმართულებით. 12 პუნქტთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება რომ იყოს, მზად არიან ექსპერტებიც კი გამოგზავნონ, რომ დეტალურად ახსნან, რომელ პუნქტში რას გულისხმობენ და რა ცვლილებებია განსახორციელებელი და რა შედეგს ელოდებიან.
დეოლიგარქიზაციის პროერქტი, რომელიც რეგისტრირებულია პარლამენტში "ქართული ოცნების" მიერ, ეს არის პირდაპირ ნეგატიური შეფასების საფუძველი ევროკავშირის მხრიდან"- თქვა ვაშაძემ .
მისი თქმით, 19-21 ოქტომბრის ვიზიტის ფარგლებში აბსოლიტურად ყველა შეხვედრაზე დასმული იყო საკითი ნიკა გვარამიას განთავისუფლებასთან დაკავშირებით.
გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კი თქვა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირი შეფასების წერას არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ მომავალი წლის თებერვალ-მარტში დაიწყებს და 2023 წლის ბოლოს დაასრულებს.
შეფასების წერას დაიწყებენ მომავალი წლის თებერვალ-მარტში, სავარაუდოდ და დაასრულებენ წლის ბოლოს და მაღალი ალბათობით, ამ წუთის მდგომარეობით, ისეთ ტენდენციებს ხედავენ ისინი, რომ შეფასება იქნება ნეგატიური. მათ შორის, ამის მიზეზი არის ის, რომ რიგ პუნქტებთან მიმართებაში ისინი ელოდებიან არა უბრალოდ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ ელოდებიან იმას, რომ პრაქტიკაში, დროში დააკვირდნენ, როგორ მუშაობს ეს საკანონმდებლო ცვლილებები ანუ, უნდა დაინახონ, რომ რეალურ ცხოვრებაში ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მოაქვს შედეგი, მათ შორის ასეთი ერთ-ერთი პუნქტი არის დეოლიგარქიზაცია", - თქვა ჯაფარიძემ.
ამასთან, ჯაფარიძის განცხადებით, ევროპაში არავის აქვს იმის ილუზია, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვიღაცები მიდიან და „ხალხის ძალა“ დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზმია:
რაც შეეხება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გვითხრეს არის ის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონდათ და უთხრეს, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი და არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ევროკავშირთან მიმართებაში ასე იქცეოდეს, მაგრამ თქვეს, რომ ისინი მაინც აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებდნენ. მათ შორის, არანაირი ილუზია, იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვიღაცები მიდიან და ეს „ხალხის ძალა“ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზმი, ევროპაში არავის არ აქვს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.