პოლიტიკოსად ქცეულმა არასამთავრობოებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს აშშ-ს - სარჯველაძე
„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არასამთავრობოები პოლიტიკურ ორგანიზაციებად იქცნენ და სტრატეგიულ პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, სწორედ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის გამო შეექმნა ნედ პრაისს არაჯანსაღი შეხედულება საქართველოზე.
სამწუხაროდ, არა ერთი მიკერძოებული, პოლიტიკოსად ქცეული არასამთავრობო ორგანიზაციისგან არ მიეწოდება ინფორმაცია აშშ-ს, რომლის მიხედვითაც არც მთლად სწორად არის მიწოდებული ინფორმაცია და შესაძლოა, ამან განაპირობა, ამ შემთვევაში, ასეთი შეხედულების ჩამოყალიბება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიცია, ან ოპოზიციური ორგანიზაციები ამას კადრულობენ“. - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდი ქართული ოცნებას ქვეყნის უკუსვლაში ადანაშუალებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტკური მემკვიდრეები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. „საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ გამოიწვია უკუსვლა“ - ამბობს სახელწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ნედ პრაისი.