რატომაც არ შეიძლება, ივანიშვილი შეხვდეს ალიევს, თუკი ასეთი ურთიერთობები აქვთ? - "ოცნების" დეპუტატი
შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ფარულად აზერბაიჯანის პრეზიდენტს? საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია მენაღარიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ივანიშვილი კერძო პირია, ის პოლიტიკიდან დისტანცირდა და უფლება აქვს, ნებისმიერ პირს შეხვდეს.
ბიძინა ივანიშვილი წასულია, კერძო პირია. თუ კერძო პირი შეხვდა ვინმეს, ჩამოსულ სტუმარს, მე საიდან შეიძლება, ეს ინფორმაცია ვიცოდე? შეიძლება თუ არა პრეზიდენტს კერძო პირი შეხვდეს, ალბათ, მე არ ვიცი მათი ურთიერთობები. რატომ არ შეიძლება, თუკი აქვთ ასეთი ურთიერთობები?! რატომაც არა! - განუცხადა ,,ტვ პირველს" მაია მენაღარიშვილმა.
,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, ინფორმაციით, "შატო მუხრანში" ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მალულად შეხვდა და საუბარი მოპარულ მილიარდებს შეეხო.
ამ ფაქტზე რამდენიმე გარემოებაც მიუთითებს - პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისთვის არც ცერემონიების სასახლე და არც ერთი სახელმწიფო დაწესებელება არ გამოიყენეს და შეხვედრა რატომღაც ღარიბაშვილმა არაფორმალურ გარემოში, რესტორან "შატო მუხრანში", დაგეგმა.