აბსოლუტური ბოდვა და სისულელეა - ალუდა ღუდუშაური ივანიშვილ-ალიევის შესაძლო მალულ შეხვედრაზე
აბსოლუტური ბოდვა და სისულელე - ასე უწოდებს უმრავლესობის დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი გუშინ ,,შატო მუხრანში" აზერბაიჯანის პრეზიდენტს მალულად შეხვდა.
დღეს რამოდენიმე გრანდიოზული სისულელე მოვისმინე. ერთ-ერთი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ,,შატო მუხრანში" იმყოფებოდა ალიევთან.
ნახეთ სადმე? ეს აბსოლუტური ბოდვა და სისულელეა. - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა