ქარელის მერი რუსულ ოკუპაციას დღესაც ვერ ხედავს - "ჩაჯდა მანქანაში და წავიდა"

26.04.21 12:01
ქარელის მერი რუსულ ოკუპაციას დღესაც ვერ ხედავს - "ჩაჯდა მანქანაში და წავიდა"

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტში ორ ლოკაციაზე, თამარაშენი-ღოღეთი და ტახტისძირი-დირბი, მუშაობა განაახლეს, გავლებულია ხნულები და ყველაფერი მზადაა, რომ მავთულხლართები გაავლონ. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს ხელისუფლება არ რეაგირებს, ფაქტს მხოლოდ ,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრები აპროტესტებენ. 

ქარელის მერს ვთხოვეთ, ახლოს მისულიყო, რომ საფრთხე დაენახა, მაგრამ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, აქ ოკუპაციის საფრთხე ვერ დაინახა.  საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმს.- აღნიშნავს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი. 

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობა"  ქარელის მუნიციპალიტეტში დარჩენასა და ოკუპაციის პროცესისი მონიტორინგს აგრძელებს. ხელისუფლება კი ფაქტზე ამ დრომდე არ რეაგირებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები