"ეს გზავნილი ასახავს იმ რეალობას, რაც გვაქვს" - ბოკერია ნედ პრაისის განცხადებაზე
"ეს გზავნილი ასახავს იმ რეალობას, რაც გვაქვს" - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას.
ბოკერიას თქმით, ქვეყნის უსაფრთხო მომავლისთვის, ყველამ ერთად უნდა მოიკრიბოს ძალა და შეცვალოს რეჟიმი.
ეს გზავნილი ასახავს იმ რეალობას, რაც გვაქვს. არავინ ჩვენ ნაცვლად არ იზრუნებს ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ჩვენ, ვისაც გვსურს ამ ქვეყნის თავისუფალი და უსაფრთხო მომავალი, ვინც ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და შევძლოთ ამ რეჟიმის შეცვლა. გვჭირდება მათი დამარცხება, ვისაც უნდა, რომ ამ საბჭოთა, პუტინისტურ ჭაობში ვიყოთ და თაობები შეეწიროს ამას. ამას, თუ ვიზამთ, ჩვენ გვექნება თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა, თუ არა, მაშინ ამ ფასს შემდეგი თაობები გადაიხდიან, ისევე, რაც ვიხილეთ 90-იანი წლებიდან დღემდე.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდი ქართული ოცნებას ქვეყნის უკუსვლაში ადანაშუალებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტკური მემკვიდრეები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. „საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ გამოიწვია უკუსვლა“ - ამბობს სახელწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ნედ პრაისი.