სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი შეფასება არ არის, რომ ის პოლიტიკური პატიმარია - თქვა გიორგი ბურჯანაძემ
„მე ვარ ადამიანი, რომელიც, როცა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, თითქმის, ყველა საპროტესტო აქციაზე ვიყავი მისი გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, რა თქმა უნდა, მე მისი უფლებები დავიცავი" - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ პარლამენტში განაცხადა.
მან დეპუტატ გურამ მაჭარაშვილსაც უპასუხა, არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი?
ჩვენ ერთ საქმესთან დაკავშირებით შეფასება გვაქვს გაკეთებული, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა განხორციელდა და ეს საქმე ამ შემთხვევაში არის „კარტოგრაფების საქმე“, სადაც ჩვენ პირდაპირ დავადგინეთ, რომ სახეზე შეიძლება იყოს კონვენციის 18 მუხლის დარღვევა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ასეთი შეფასება არ გვქონია, ასე რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი შეფასება არ არის, რომ ის პოლიტიკური პატიმარია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.